პროექტის მიზანია აგრარულ სფეროში არაფორმალური განათლების მიღების და მისი აღიარების მექანიზმის შექმნა.

2021-2022 წლებში სოფლის მეურნეობის ასოციაციის მიერ განხორციელებული პროექტის შედეგად, ქუთაისის პროფესიული კოლეჯი - „იბერიას“ ბაღდათის ფილიალში დაინერგა მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის მოკლევადიანი პროფესიული პროგრამა.

აღნიშნული პროექტის მდგრადობის პოტენციალის გაძლიერების მიზნით, კოლეჯის მიერ მოპოვებული იქნა არაფორმალური განათლების აღიარების უფლება მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დარგში და შეიქმნა წარმოდგენილი პლატფორმა, სადაც განთავსდა მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის პროფესიული პროგრამის ელექტრონული ვერსია. შედეგად, veta-პლატფორმის მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის დარგი პროფესიულ დონეზე, მიიღონ სერტიფიკატი და სურვილის შემთხვევაში მოიპოვონ მიღებული ცოდნის ოფიციალური აღიარება პროექტის ბენეფიციარ კოლეჯში (სსიპ კოლეჯი „იბერია“) ან სხვა, შესაბამისი პროფილის პროფესიულ სასწავლებელში, სადაც დანერგილია მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის პროფესიული პროგრამები. 

veta-პლატფორმის გრძელვადიანი მიზანია არაფორმალური განათლების მიღების და მისი აღიარების ხელმისაწვდომი მექანიზმის-ქართულენოვანი რესურსის შექმნა და აღნიშნულიდან გამომდინარე, სამომავლოდ იგეგმება სხვა პრიორიტეტული სასწავლო პროფესიული პროგრამების განთავსება პლატფორმაზე.

წარმოდგენილი პროექტი ხორციელდება სოფლის მეურნეობის ასოციაციის მიერ, და წარმოდგენილი პლატფორმა შეიქმნა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის („საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემის მოდერნიზაცია VET ფაზა 2”) ფინანსური ფასილიტაციით.