VETA-პლატფორმა განკუთვნილია სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პრიორიტეტულ დარგებში პროფესიული ცოდნის შეძენის მსურველი პირებისათვის. 

ამჟამად პლატფორმაზე განთავსებულია მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის პროფესიული პროგრამა, რომელიც წარმოადგენს სსიპ პროფესიულ კოლეჯ „იბერიაში“ დანერგილი სასწავლო პროგრამის ანალოგს. 

პლატფორმაზე განთავსებულია მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის აკრედიტირებული პროფესიული პროგრამის მოდულების მიხედვით შედგენილი ლექციები - ტექსტური და ვიდეო-ფაილები. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პლატფორმის გამოყენებით მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ მცენარეთა დაცვის დარგი პროფესიულ დონეზე, მიიღონ სერტიფიკატი და სურვილის შემთხვევაში მოიპოვონ მიღებული ცოდნის ოფიციალური აღიარება შესაბამისი პროფილის პროფესიულ კოლეჯში.

პლატფორმაზე განთავსებული სასწავლო კურსის გასავლელად და სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა შემდეგი პროცედურების შესრულება:

  1. დარეგისტრირება;
  2. სასწავლო კურსის მოსმენა;
  3. ტესტირების გავლა.

დარეგისტრირება. პლატფორმაზე დარეგისტრირება შესაძლებელია მოცემულ ბმულზე. რეგისტრაციის პროცესში აუცილებელია სწორი და სრული ინფორმაციის მითითება რეგისტრაციის ფორმის თითოეულ ველში.

სასწავლო კურსის მოსმენა. რეგისტრაციის შედეგად იქმნება მომხმარებლის პირადი პროფილი და დარეგისტრირებულ მომხმარებელს ეძლევა წვდომა სალექციო კურსზე, სადაც წარმოდგენილია ლექციები შესაბამისი ნუმერაციით.  

ყოველი ლექციის მოსმენის-წაკითხვისათვის განსაზღვრულია კონკრეტული მინიმალური დრო თითოეული ლექციის ხანგრძლივობიდან გამომდინარე და მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ ეძლევა მომხმარებელს მომდევნო ლექციაზე გადასვლის საშუალება. შესაბამისად, ყოველ მომდევნო ლექციაზე წვდომის მისაღებად საჭიროა წინა ლექციის სრული მოსმენა-წაკითხვა.

ტესტირება. სალექციო კურსის სრულად მოსმენის შემდგომ მომხმარებელს ეძლევა წვდომა ტესტირებაზე, სადაც წარმოდგენილია ტესტ-კითხვები, მომხმარებლის მიერ გავლილი სალექციო მასალებიდან.

ტესტირების წარმატებით გასავლელად საჭიროა კომპეტენციის მინიმალური 70%-იანი ზღვარის გადალახვა. ანუ სერტიფიკატის მისაღებად, საჭიროა მომხმარებელმა სწორად უპასუხოს ტესტში წარმოდგენილი კითხვების 70%-ს ან მეტს.

კომპეტენციის მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში მომხმარებელს ავტომატურად გაეგზავნება ელექტრონული სერტიფიკატი, პლატფორმაზე დარეგისტრირების დროს მის მიერ მითითებულ ელ-ფოსტაზე.

სერტიფიკატში გავლილი სასწავლო პროგრამის სახელწოდების გარდა, მოცემული იქნება მომხმარებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და მის მიერ ტესტირებაზე ნაჩვენები შედეგი. 

იმ შემთხვევაში, თუ სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, მომხმარებელი ტესტირებაზე ვერ გადალახავს კომპეტენციის მინიმალურ, 70%-იან ზღვარს, იგი განმეორებით ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ სასწავლო კურსის თავიდან გავლის შემდეგ. 

სასწავლო კურსის გავლის და სერტიფიკატის მიღების შემდეგ, სურვილის შემთხვევაში პლატფორმის მომხმარებლებს შეუძლიათ მოიპოვონ მიღებული ცოდნის ოფიციალური აღიარება შესაბამისი პროფილის პროფესიულ კოლეჯში. ამ ეტაპზე პლატფორმაზე მიღებული ცოდნის ოფიციალური აღიარება შესაძლებელია პროექტის ბენეფიციარ კოლეჯში (სსიპ კოლეჯი „იბერია“) ან სხვა, შესაბამისი პროფილის პროფესიულ სასწავლებელში, სადაც დანერგილია მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის პროფესიული პროგრამები. 

პლატფორმის მოხმარების წესებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:

ელ-ფოსტა: info@veta.ge 

ტელეფონის ნომერი: +995 596-20-55-99